გაგუამ „დუნაისკა სტრედას“ სასტარტოში ითამაშა - ნარიმანიძის „ჟილინამ“ გასვლაზე მოიგო #1TVSPORT
გაგუამ „დუნაისკა სტრედას“ სასტარტოში ითამაშა - ნარიმანიძის „ჟილინამ“ გასვლაზე მოიგო #1TVSPORT

გიორგი გაგუამ პირველად ითამაშა „დუნაისკა სტრედას“ სასტარტო შემადგენლობაში, რომელიც სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-3 ტურში „რუჟომბეროკს“ 2:0 სძლია.

ამჯერად „დუნაისკა სტრედას“ განაცხადში არ იყო ცოტნე კაპანაძე, რომელმაც გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, წინა ტურში კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. სტუმრები 31-ე წუთზე კაცნაკლულები დარჩნენ, რითიც „დუნაისკამ“ კარგად ისარგებლა და რამადანისა და გრეძიჩის მიერ გატანილი გოლებით დამაჯერებლად მოიგო. გაგუამ 71 წუთი ითამაშა და 6,9 შეფასება მიიღო.

სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-3 ტურში ალექსანდრე ნარიმანიძის „ჟილინა“ თორნიკე ძოწენიძის „მიხალოვცეს“ ესტუმრა და 4:2 დაამარცხა. ნარიმანიძემ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, მისი თამაში 7.0 ქულით შეაფასეს, ხოლო ძოწენიძე მეორე მატჩია „მიხალოვცეს“ განაცხადში არ იყო.