გაგუამ „ალავესში“ დებიუტი გოლით აღნიშნა [ვიდეო] #1TVSPORT
გაგუამ „ალავესში“ დებიუტი გოლით აღნიშნა [ვიდეო] #1TVSPORT

ესპანეთის ლა ლიგის ახალ სეზონისთვის გიორგი გაგუადეპორტივო ალავესის“ შემადგენლობაში ემზადება და სადებიუტო გოლი გაიტანა.

გაგუა, რომელიც გასულ სეზონში „ალავესის“ მეორე გუნდის ბომბარდირი გახდა, მთავარ გუნდში ორიოდე დღის წინ დააწინაურეს. შეკრების პირველ ამხანაგურ მატჩში „ალავესი“ დაბალი ლიგის „ამორობიეტას“ შეხვდა და იოლად დაამარცხა 5:2.

პირველი ტაიმი „ალავესმა“ 2:0 მოიგო, შესვენებაზე კი მწვრთნელმა შემადგენლობა შეცვალა და მოედანზე გაგუა ამ დროს გამოვიდა. მან საბოლოო ანგარიში თამაშის ბოლო წუთზე ალან გოდოის შესანიშნავი პასის შემდეგ დააფიქსირა.

 

დეპორტივო ალავესი“ შემდეგ თამაშს შაბათს, 24 ივლისს, „რეალ სოსიედადთან“ გამართავს. სავარაუდოდ, გაგუა კვლავ გუნდთან ერთად იქნება, რადგან მთავარ მწვრთნელს მისი თამაში აინტერესებს.

ლა ლიგის ახალ სეზონში „ალავესი“ პირველ მატჩს 13 აგვისტოს გამართავს და მადრიდის „რეალს“ შეხვდება.

ალავესის“ მეორე გუნდის 19 წლის ბომბარდირი გიორგი გაგუა გუბაზ დოლიძის „ივერიას“ ფეხბურთელი იყო. უთამაშია საქართველოს U17, U18 და U19 ნაკრებებში.