გაგუა ისევ ძირითად გუნდთანაა - „დეპორტივო ალავესი“ „რეალთან“ მატჩისთვის ემზადება #1TVSPORT
გაგუა ისევ ძირითად გუნდთანაა - „დეპორტივო ალავესი“ „რეალთან“ მატჩისთვის ემზადება #1TVSPORT

გიორგი გაგუა „დეპორტივო ალავესის“ იმ საბოლოო განაცხადში მოხვდა, რომელიც ლა მანგაში წინასეზონო მზადებას ასრულებს და სეზონს 15 აგვისტოს დაიწყებს – გუნდი საკუთარ არენაზე მსოფლიო ფეხბურთის გრანდს, მადრიდის „რეალს“ მიიღებს.

დეპორტივო ალავესი“ შეკრებას პარასკევს, 6 აგვისტოს ორი ამხანაგური შეხვედრით დაასრულებს – ერთი შემადგენლობით გუნდი საუდის არაბეთის „ალ ნასრის“ დაუპირისპირდება, ხოლო მეორე შემადგენლობით – „ლევანტეს“. მწვრთნელმა ხავიერ კალეხამ დაასახელა შემადგენლობა, რომელშიც 20 წლის თავდამსხმელი გიორგი გაგუა მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ „დეპორტივო ალავესის“ მთავარ გუნდში გიორგი გაგუა სეზონის დასაწყიში დააწინაურეს. გუნდმა მოსამზადებელ ეტაპზე ოთხი ამხანაგური მატჩი გამართა, გიორგი გაგუამ კი ორი მათგანი ჩაატარა და „ალავესის“ მაისურით ზედიზედ ორჯერ გაიტანა.

20 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ორივეჯერ შეცვლაზე ითამაშა. ჯერ თავი სადებიუტო მატჩში დაბალი ლიგის „ამორობიეტასთან“ (5:2) გამოიჩინა, ხოლო მეორედ „დეპორტივო მირანდესთან“ მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, 79-ე წუთზე გაიტანა და გუნდს მოაგებინა (1:0), „ალავესი“ კი ტრადიციული ვილა დე ლაგუარდიას თასის მფლობელი გახდა.

დეპორტივო ალავესის“ დარჩენილი მატჩებიდან ჩვენთვის საინტერესო 6 აგვისტოს „ლევანტესთანდაგგემილი დაპირისპირებაა, სადაც გუნდი გიორგი ქოჩორაშვილი თამაშობს და შესაძლოა, ქართველების ესპანური დაპირისპირება ვიხილოთ.

გიორგი გაგუა მესამე ქართველი მოთამაშეა, გიორგი ქოჩორაშვილის („ლევანტე“) და მეკარე გიორგი მამარდაშვილის („ვალენსია“) შემდეგ, რომელიც ლა ლიგის გუნდში ახალი სეზონისთვის ემზადება. ტოპ-ლიგის გუნდებში ამდენ ქართველ ფეხბურთელს წლებია არ უთამაშია.

დატოვე კომენტარი