„გაგრას“ ლეგიონერი ბენინის 20-წლამდელებში გამოიძახეს #1TVSPORT
„გაგრას“ ლეგიონერი ბენინის 20-წლამდელებში გამოიძახეს #1TVSPORT

„გაგრას“ ლეგიონერი, ტამიმუ ოურუ ბენინის 20-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ტამიმუ ოურუ 19 წლისაა (სიმაღლე 178 სმ, წონა 68 კგ). „გაგრამ“ აფრიკელი ნახევარმცველი სეზონის დაწყებამდე დაიმატა – ბენინელმა მოთამაშემ ეროვნულ ლიგაში სულ 7 მატჩი ჩაატარა, მაგრამ ჯერ შედეგიანი ქმედება (გოლი, საგოლე გადაცემა) ანგარიშზე არ ჩაუწერია.

საქართველოს ჩემპიონატში სულ 257 მოთამაშეა, მათგან 51 ლეგიონერია. მაგრამ ბევრი არაა, რომელიც თავისი ქვეყნის ეროვნულ ან ასაკობრივ ნაკრებში თამაშობს. „გაგრას“ მოთამაშის გარდა, ასეთები მხოლოდ რამდენიმე გუნდშია.

რეკორდსმენი გორის „დილაა“, სადაც რამდენიმე ნაკრების წევრი თამაშობს – რომარიკ ეტოუ კონგოს ნაკრების მცველია, ნახევრამცველ ამოს ნონდის სისტემატურად იძახებენ კენიის ეროვნული გუნდში, შემტევ ფრანსისკო მადინგასმალავის ეროვნულ გუნდში, თავდამსხმელ ტიერი გეილის – ბარბადოსში, ხოლო ჰაჯი დრამეს მალის 20-წლამდელებში უთამაშია.

„დინამო თბილისში“ ბელარუსის ნაკრებში ნათამაშები ორი მოთამაშეა – მეკარე ანტონ ჩიჩკანი და თავდამსხმელი დმიტრი ანტილევსკი, ასაკობრივ ნაკრებებში გამოსვლის გამოცდილება გააჩნიათ გოდფრი სტეფენს (ნიგერია), ოსეი ბარნს (განა), უსმანე კამარას (გვინეა) და სტანისლავ ბილენკის (უკრაინა).