„გაგრას“ ისევ გიორგი ონიანი გაწვრთნის - გუნდს გაბედავა დაუბრუნდა #1TVSPORT
„გაგრას“ ისევ გიორგი ონიანი გაწვრთნის - გუნდს გაბედავა დაუბრუნდა #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბ „გაგრაში“ განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე კლუბის პრესსამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა.

გიორგი ონიანი მთავარ მწვრთნელად მინიმუმ კიდევ ერთი სეზონი იმუშავებს. ის კარგად იცნობს გუნდს, ბრძოლისთვის და ახალი გამოწვევებისთვის მზად არის და „გაგრასთან” ერთად გავლილი გზა ახალი მიზნების მიღწევაში დაეხმარება. ბელარუსი მეკარე რომან სტეფანოვის გარდა, გუნდთან კონტრაქტი 20 წლის თავდამსხმელმა, გოგა გოგოლაძემ გაახანგრძლივა, ხოლო ოთარ გაგნიძემ ახალი ხელშეკრულება გააფორმა.

„გაგრას“ დაუბრუნდა ვეტერანი თავდამსხმელი გიორგი გაბედავა, რომელმაც კარიერას სწორედ ამ კლუბში დაიწყო. გუნდმა ბათუმის „დინამოდან“ გამოცდილი ბრაზილიელი მცველი, ვანდერსონ სილვა დაიმატა. მათ გარდა „გაგრას“ ​⁠იგორ პროგიკოვი და მალა ჟინ მარიე გააძლიერებენ.