„გაგრას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - ხომუტოვს კირკიტაძე შეცვლის
„გაგრას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - ხომუტოვს კირკიტაძე შეცვლის

„გაგრას“ გაგა კირკიტაძე გაწვრთნის – ინფორმაციას კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს.

მისი წინამორბედის, დენის ხომუტოვის თავკაცობით, გუნდი საქართველოს თასის ფინალში გავიდა და ქვეყნის ყოფილ ჩემპიონ, ქუთაისის „ტორპედოსთან“ მხოლოდ თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა და საპრიზო ვერცხლის მედლები მოიპოვა. ასევე ერთი ნაბიჯი დააკლდა „გაგრას“ ეროვნული ლიგის საგზურამდე. მაგრამ სეზონის დასრულების შემდეგ, დენის ხომუტოვმა კლუბი ურთიერთშეთანხმებით დატოვა.

გაგა კირკიტაძე „გაგრას“ აღზრდილია. ამ კლუბში დაიწყო მისი როგორც საფეხბურთო, ასევე სამწვრთნელო კარიერა. გასულ სეზონში უკრაინელი სპეციალისტის, დენის ხომუტოვის ასისტენტი გახლდათ.

„ჩვენმა აღზრდილმა და ყოფილმა ფეხბურთელმა გუნდი ოფიციალურად ჩაიბარა. მინდა, კლუბის სახელით გაგა კირკიტაძეს წარმატება ვუსურვო. ვიცით, ვიცნობთ, გვჯერა მისი და დარწმუნებული ვართ კლუბთან ერთად წარმატებას მიაღწევს!“. – ამბობს კლუბის ვიცე-პრეზიდენტი გოდერძი ჩიხრაძე.