„გაგრამ“ ზამბიის ნაკრების თავდამსხმელი დაიმატა #1TVSPORT
„გაგრამ“ ზამბიის ნაკრების თავდამსხმელი დაიმატა #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ აფრიკელი თავდამსხმელით გაძლიერდა – გუნდის ღირსებას ზამბიის ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი ჯასტინ შონგა დაიცავს. ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ჯასტინ შონგა „გაგრის“ მაისურს მოირგებს. ზამბიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა ათეულში მყოფი ფეხბურთელი უკვე გუნდთან ერთადაა. გასულ სეზონში ჯასტინმა 20 მატჩი ჩაატარა, ათი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე პასი შეასრულა“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჯასტინ შონგა

დაიბადა – 1996 წლის 5 ნოემბერს (26 წლის)

სიმაღლე – 179 სმ

პოზიცია – თავდამსხმელი

პროფესიული კარიერა:

2016-17 – „ნკვაზი“ (ზამბია);

2017-18 – „ორლანდო პირატსი“ (სამხ. აფრიკა), 46 გოლი (10 პასი);

2018-19 – „ტაჰუმა“ (სამხ. აფრიკა), 18 (2);

2020-2021 – „კეიპტაუნ სიტი“ (სამხ. აფრიკა), 22 (5);

2021 – „ისმაილი“ (ეგვიპტე), 4 (0);

2022 – „შეჰუნ იუნაიტედი“ (სამხ. აფრიკა), 10 (2);

2023 – „ნკვაზი“ (ზამბია).

საერთაშორისო კარიერა:

2017 – ზამბიის ნაკრები 33 (16).