„გაგრამ“ „ტორპედო“ დაამარცხა და „თელავს“ გადაასწრო - „სიონმა“ „საბურთალოს“ მოუგო #1TVSPORT
„გაგრამ“ „ტორპედო“ დაამარცხა და „თელავს“ გადაასწრო - „სიონმა“ „საბურთალოს“ მოუგო #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში 34-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა – სამეულისთვის მებრძოლი კლუბები აუტსაიდერებს შეხვდნენ და დამარცხდნენ

ტორპედო – გაგრა 0:1

ქუთაისის „ტორპედოს“ 42-ე წუთზე ანგარიშის გახსნის მშევენიერი შანსი მიეცა – თორნიკე ახვლედიანის წაქცევისთვის სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ მათე ცინცაძის დარტყმული ბურთი „გაგრას“ მეკარე ოლეკსანდრ ვორობეიმ მოიგერია. ამისთვის ქუთაისელები დაისაჯნენ – 64-ე წუთზე მასპინძელთა კარი თემურ შონიამ აიღო და „გაგრამ“ უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვა.

სიონი – საბურთალო 1:0

„საბურთალო“ ვერც ევროსაგზურს მოიპოვებს და ლიგაშიც ადგილს არ დაკარგავს. „სიონი“ კი ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის და მიზანს მიაღწია. 77-ე წუთზე თბილისელთა კარი ლუკა ჩაგანავამ აიღო და ბოლნისელებს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

34 ტურის შემდეგ „ტორპედო“ 50 ქულით მე-5 პოზიციაზეა დარჩა, ხოლო „საბურთალო“ (44) – მე-6 ადგილზეა. რაც შეეხებათ აუტსაიდერებს, „გაგრა“ (36) მე-7 ადგილზე დაწინაურდა, რაც ლიგაში პირდაპირ დარჩენის საშუალებას მისცემს და „თელავს“ (34) გადაასწრო, ხოლო „სიონმა“ (33) მე-9 ადგილი შეინარჩუნა.