„გაგრამ“ „სიონი“ დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა #1TVSPORT
„გაგრამ“ ეროვნული ლიგის პლეიოფის საპასუხო დაპირისპირება შინ ბოლნისის „სიონთან“ პენალტების სერიით მოიგო 7:6 (ძირითდი დრო 2:2) და ახალი სეზონიდან ეროვნულ ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.
„გაგრა“ – „სიონი“ 2:2 (პენალტებით 7:6, პირველი მატჩი 1:1)
ბოლნისში გამართული პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა და გუნდებისთვის გამარჯვებულის გამოსავლენად მინიმალური სხვაობით გამარჯვებაც საკმარისი იყო.
უკვე მე-6 წუთზე არბიტრმა მეტოქესთან უხეშობისთვის „გაგრას“ მცველი ლევან გეგეჭკორი გააძევა და, ფაქტობრივად, მთელი მატჩი მასპინძლებმა კაცნაკლულად ჩაატარეს. ეს უპირატესობა „სიონმა“ 45+2-ე წუთზე გამოიყენა და გიორგი რეხვიაშვილის გოლით დაწინაურდა. თუმცა 10 მოთამასით დარჩენილმა „გაგრამ“ 52-ე წუთზე ანგარიში გიორგი ქიმაძის დარტყმით გაათანაბრა.
საჭირო გახდა დამატებითი ტაიმების დანიშვნა, სადაც „სიონი“ 94-ე წუთზე გოჩა ცირდავამ მეორედ დააწინაურა. მაგრამ „გაგრამ“ 104-ე წუთზე წონასწორობა ისევ აღადგინა – აბდურამანე ოულოგუემის გადაცემის შემდეგ ბურთი საკუთარ კარში ლუკა ნოზაძემ ჩაჭრა.
გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც უკეთ „გაგრას“ ფეხბურთელებმა შეასრულეს 7:6 მოიგეს და მომდევნო სეზონში კვლავ ეროვნულ ლიგაში ითამასებენ, „სიონი“ კი ლიგა 2-ში იასპარეზებს.