„გაგრამ“ საგარეჯოს „გარეჯი“ დაამარცხა და შვიდი ქულით მეშვიდე ადგილზეა #1TVSPORT
„გაგრამ“ საგარეჯოს „გარეჯი“ დაამარცხა და შვიდი ქულით მეშვიდე ადგილზეა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მეშვიდე ტური საგარეჯოს „გარეჯისა“ და „გაგრას“ მატჩით განახლდა, რომელიც სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

„მიხეილ მესხი 2“-ზე გამართული დაპირისპირება დაძაბული აღმოჩნდა — მატჩი რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში ჩატარდა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში გავიდა.

86-ე წუთზე „გაგრას“ მცველმა, ვანდერსონ სილვამ საჯარიმოსთან ბურთი მიიღო და შორეული დარტყმით „გარეჯის“ კარი აიღო. 90+8-ე წუთზე, თორნიკე ოქრიაშვილის წაქცევისა და ბოლო იმედის ჯარიმისთვის, საგარეჯოელთა ფეხბურთელმა თამაზ ცეცხლაძემ წითელი ბარათი მიიღო, რის გამოც მასპინძლებმა თამაში 10 მოთამაშით დაასრულეს.

ამ გამარჯვებით „გაგრამ“ 7 ქულა დააგროვა და 7 ტურის შემდეგ მე-7 ადგილზე გადაინაცვლა. რაც შეეხება საგარეჯოს „გარეჯს“, ის 4 ქულით ბოლოს, მე-10 პოზიციაზე იმყოფება.