„გაგრამ“ ოქრიაშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა #1TVSPORT

21:49, 19.02.2025

„გაგრამ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ თორნიკე ოქრიაშვილი წლების შემდეგ მშობლიურ კლუბში დაბრუნა.

„ლეგენდა სახლში დაბრუნდა. ჩვენი გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი, თორნიკე ოქრიაშვილი კვლავ „გაგრის“ ღირსებას დაიცავს“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოქრიაშვილმა პროფესიული საფეხბურთო კარიერა 17 წლის წინ „გაგრაში“ დაიწყო. მას შემდეგ ბევრი გუნდი შეიცვალა და მშობლიურ კლუბში 2023 წელსაც დაბრუნდა, მაგრამ ბევრი თამაში არ ჩაუტარებია.

2024 წელს გავრცელდა ინფორომაცია, რომ ოქრიაშვილი კარიერას არაბთა გაერთიანებული საამიროების ჩემპიონატში, „ტფა დუბაის“ შემადგენლობაში გააგრძელებდა, რომელთანაც კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით ოქრიაშვილი გუნდის ამბასადორი გახდებოდა და საკუთარ რეგიონში კლუბის ცნობადობის გაზრდაზე იზრუნებდა, მაგრამ საბოლოოდ ხელშეკრულება გაწყდა.

შეგახსენებთ, რომ ოქრიაშვილი 2009 წლიდან საქართველოს ნაკრების წევრი იყო და „ჯვაროსნებში“ ჩატარებული 50 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა.

მსგავსი