„გაგრამ“ ლიდერობა ისევ დაკარგა - ეროვნულ ლიგა 2-ში კვლავ „სიონი“ დაწინაურდა [ვიდეო] #1TVSPORT
„გაგრამ“ ლიდერობა ისევ დაკარგა - ეროვნულ ლიგა 2-ში კვლავ „სიონი“ დაწინაურდა [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა2-ში 25-ე ტურის მატჩები გაიმართა და ლიდერი კიდევ ერთხელ შეიცვალა. უცვლელი მხოლოდ ბოლოადგილოსანია, სადაც ბოლო წლების ერთ-ერთი გამორჩეული კლუბი საჩხერეს „ჩიხურა“ მყარად მოთავსდა და გავარდნის რეალური კანდიდატია.

გარეჯი – მერანი მრ 3 : 2

მტკივნეული მარცხი განიცადა საგარეჯოში „მერანმა“ – მარტვილელთა თავდამსხმელის, შეიკნე სილას დუბლს (43, 77) „გარეჯმა“ ნიკა ნოზაძის (54- პენალტი) და ვაჟა ქიქავას გოლებით (73) უპასუხა. მაგრამ 90+1-ე წუთზე გიორგი ხარებაშვილმა სტუმრებს გადამწყვეტი გოლი გაუტანა და „გარეჯმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვებით მესამეადგილოსან მარტვილის „მერანთან“ (42 ქულა) სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა.

რუსთავი – ვიტ ჯორჯია 5 : 1

სფფ-ს რუსთავის ტექნიკურ ცენტრში საფეხბურთო კლუბმა „რუსთავმა” თბილისის „ვიტ ჯორჯია“ დიდი ანგარიშით დაამარცხა 5:1. გამარჯვებულებიდან გოლები პაატა კიტეიშვილის (19, 35), გიორგი ვასაძის (25), გურამ ლუკავას (52) და ოთარ ჯავაშვილის (64) ანგარიშზეა, „ვიტ ჯორჯიადან“ კი – გიგა გულდედავას (45+1).

დინამო ზგ – მერანი თბ 1 : 4

განმუხურში გამართულ შეხვედრაში სტუმრები იაგო დეისაძემ 41-ე წუთზე დააწინაურა. მართალია, ზუგდიდელთა მცველმა, მიხაილ რადჩენკომ მე-60 წუთზე ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ მატჩის ბოლო ნაწილი სტუმრებმა უკეთ ჩაატარეს. თუმცა, „მერანი“ ლუკა თოლორდავამ (75) რომ დააწინაურა, ორ წუთში „დინამოს“ მოთამაშე ნიკა აფხაზავას კიდევ ერთხელ შეეძლო წონასწორობის აღდგენა, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა. თბილისელებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს (საბა თოლორდავა (80), ცოტნე ჩიქოვანი (90+4) და დამაჯერებლად მოიგეს.

შევარდენი 1906 – გაგრა 1 : 1

კასპის ცენტრალურ სტადიონზე „გაგრამ“ ლიდერობის განმტკიცების შანსი ხელიდან გაუშვა. მე-8 წუთზე გიორგი გოგოლაშვილმა „შევარდენი“ დააწინაურა. „გაგრამ“ ანგარიში გურამ სამუშიას ზუსტი დარტყმით 58-ე წუთზე გაათანაბრა, მაგრამ მოგება და შედეგად ლიდერობის შენარჩუნება ვერ მოახერხა.

სიონი – ჩიხურა 2 : 0

ბოლნისის „თამაზ სტეფანია – არენაზე“ მასპინძლებმა უპირატესობა 36-ე წუთზე მოიპოვეს. დათა სიჭინავას საგოლე გადაცემა თომა ტაბატაძემ გაუკეთა, რომელმაც 48-ე წუთზე თავად გაიტანა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და „სიონი“ ისევ პირველ ადგილზე დაწინაურდა.

ეროვნული ლიგა 2 სატურნირიო ცხრილი

1. სიონი 25 58

2. გაგრა 25 57

3. მერანი მრ 25 42

4. გარეჯი 25 39

5. მერანი თბ 25 35

6. დინამო ზგ 25 29

7. შევარდენი 24 28

8. ჯორჯია 25 26

9. რუსთავი 25 24

10. ჩიხურა 24 6

დატოვე კომენტარი