„გაგრამ“ კონკურენტი „სიონი“ გასვლაზეც დაამარცხა და გალიდერდა #1TVSPORT
„გაგრამ“ კონკურენტი „სიონი“ გასვლაზეც დაამარცხა და გალიდერდა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მე-17 ტურის შეხვედრები გაიმართა. ყველაზე მნიშვნელოვანი მარტვილსა და ბოლნისში გამართული მატჩები იყო, რომელმაც სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა.

დინამო ზგ – რუსთავი 2 : 1

მნიშვნელოვანი იყო აუტსაიდერთა შეხვედრა. ზუგდიდის „დინამომ“ „რუსთავი“ მიიღო. 51-ე წუთზე, ქვემოქართლელები შალვა მაღალდაძის გოლით დაწინაურდნენ. 68-ე წუთზე კი, მეკარესთან პირისპირ გასული გიორგი ჭანუყვაძე სტუმართა მცველმა, გიორგი ცერცვაძემ ხელითა შეაჩერა და მთავარმა არბიტრმა მოედნიდან გააძევა. სტუმრები კაცნაკლული დარჩნენ. ლუკა გუგუჩიამ ანგარიში გაათანაბრა. 90+3-ე წუთზე კი, ნიკა აფხაზავამ ზუსტი თავური დარტყმით გუნდს სამი ქულა შესძინა – 2:1.

მერანი მრ – ვიტ ჯორჯია 4 : 1

მარტვილის „მერანმა“ „ვიტ ჯორჯიას“ შანსი არ დაუტოვა და დიდი ანგარიშით დაამარცხა. ზვიად ქანთარიას (16), ვასილ გოგოლიძის (27), 3:1 შეიკნე სილას (70) და ზვიად სიხარულიას (86) გოლს თბილისელებმა მხოლოდ ლევან ბარაბაძის (54) გოლით უპასუხეს და დიდ ანგარიშით გაიმარჯვეს – 4:1.

სიონი – გაგრა 0 : 1

ტურის ცენტრალური დაპირისპირება ბოლნისის თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე გაიმართა – „სიონმა“ „გაგრას“ უმასპინძლა. მთავარ კონკურენტთან საჩემპიონო ბრძოლაში „გაგრამ“ პირველ წრეშიც მოიგო და ამჯერადაც მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია. ლუკა კიკაბიძის გადაცემით, გიორგი ვეკუამ „სიონის“ კარი 32-ე წუთზე აიღო და შეხვედრა ასეც დასრულდა.

დანარჩენი ორი მატჩი ასე დასრულდა:

გარეჯი – ჩიხურა 2 : 0

შევარდენი 1906 – მერანი თბ 2 : 2

ტურის ცენტრალური შეხვედრაში გამარჯვებით, „გაგრამ“ 39 ქულა დააგროვა, სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე დაწინაურდა და კონკურენტ „სიონს“ ორი ქულით გადაასწრო. შეგახსენებთ, რომ „გაგრა“ საქართველოს თასის მფლობელია და კონფერენს ლიგაზე ითამაშებს.