„გაგრამ“ და „დილამ“ მეკარეები დაიმატეს, ყაზახეთში კი კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი ითამაშებს #1TVSPORT

09:38, 14.02.2025

„გაგრამ“ ოლექსანდრ ვორობეი გაუშვა და მის ნაცვლად ომან სტეფანოვი დაიმატა, – აღნიშნულ ინფორმაციას სამენეჯერო ინტერნეტ-პორტალი Transfermarkt-ი ავრცელებს.

ბელარუსი მეკარე უკვე ჩაირიცხა „გაგრაში“ და გუნდს შეკრებაზე შეუერთდა. 33 წლის ახალწვეული ბოლოს სამშობლოში, „მოლოდეჩნოს“ რიგებში თამაშობდა. იგი ბელარუსის ასაკობრივი და ეროვნული ნაკრების მეკარეც იყო.

მეკარე დაიმატა გორის „დილამაც“ – კლუბთან კონტრაქტი 26 წლის ლუკა სანიკიძემ გააფორმა, რომელიც მანამდე „შტურმში“ თამაშობდა. მანამდე კი გორის გუნდმა „ჟილინა აფრიკადან“ 23 წლის შემტევი ნახევარმცველი ანოფ ბლანქსონი გაიფორმა.

ყაზახეთში კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი ითამაშებს – „ატირაუმ“ კონტრაქტი ფორვარდ გიორგი ნიქაბაძესთან გააფორმა. 34 წლის თავდამსხმელი ბათუმის „დინამოსთან“ ერთად საქართველოს ორგზის ჩემპიონი იყო, ხოლო გასული სეზონი უზბეკეთში, „ნავბაჰორში“ გაატარა.

მსგავსი