„გაგრადან“ „საბურთალოში“ - ქურდაძე ძველ კლუბს დაუბრუნდა #1TVSPORT
„გაგრადან“ „საბურთალოში“ - ქურდაძე ძველ კლუბს დაუბრუნდა #1TVSPORT

ბექა ქურდაძე, რომელმაც ორიოდე დღის წინ „გაგრა“ დატოვა, კარიერას „საბურთალოში“ გააგრძელებს – ინფორმაციას თბილისური კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს.

„ბექა ქურდაძე, რომელიც „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია და გარკვეული დროის განმავლობაში სხვადასხვა კლუბში თამაშობდა, „საბურთალოს“ დაუბრუნდა და ამიერიდან კვლავ ჩვენი გუნდის ღირსებას დაიცავს. ქურდაძე ვარჯიშს „საბურთალოსთან” ერთად ხვალ დაიწყებს“, – ინფორმაციას „საბურთალოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ „საბურთალოს“ ასევე დაუბრუნდენ მისი ყოფილი აღზრდილი ფეხბურთელები – გიორგი ჯინჯოლავა და გურამ გოშთელიანი.

ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო მეკარემ, ბექა ქურდაძემ მიმდინარე სეზონში „გაგრაში“ 19 შეხვედრა ჩაატარა და გუნდს რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩის მოგებასა და ქულების დაგროვებაში დაეხმარა.

25 წლის ბექა ქურდაძემ საფეხბურთო კარიერა „საბურთალოს“ აკადემიაში დაიწყო და გუნდის ღირსებასაც იცავდა. ამას გარდა, უთამაშია „ლოკომოტივში“, წყალტუბოს „სამგურალში“, „სამტრედიაში”, იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი.