„გაგრა“ ვარჯიშის ჩაშლას უარყოფს - ბათუმის „დინამოსთან“ მატჩისთვის აქტიურად ვემზადებით #1TVSPORT
„გაგრა“ ვარჯიშის ჩაშლას უარყოფს - ბათუმის „დინამოსთან“ მატჩისთვის აქტიურად ვემზადებით #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ პრესსამსახური გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, გუნდის წევრებს რამდენიმე თვეა ხელფასი არ აუღიათ და ამის გამო ეროვნულ ლიგაში დარჩენილი მატჩებისთვის არ ემზადებოდნენ.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში ჩვენს კლუბთან დაკავშირებით გავრცელებულ რამდენიმე სტატიას. ჩვენი გუნდი 26 ნოემბერს გასამართავი მატჩისთვის აქტიურად ემზადება,“ – წერია კლუბის განცხადებაში.

11 ნოემბერს „გაგრამ“ ქუთაისის „ტორპედოს” სტუმრად მოუგო (1:0) და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა. ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გუნდი 36 ქულით მე-7 ადგილზეა და ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებას პლეი ოფის მატჩების გარეშე ცდილობს.

„გაგრა“ ეროვნული ლიგის 35-ე ტურის შეხვედრას 26 ნოემბერს ბათუმის „დინამოს“ წინააღმდეგ გამართავს, რომელსაც ჩემპიონობის შესანარჩუნებლად მხოლოდ მოგება სჭირდება. მატჩი თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება და 13:30 საათზე დაიწყება.