„გაგრა“ უკვე შვიდმა მოთამაშემ დატოვა
„გაგრა“ უკვე შვიდმა მოთამაშემ დატოვა

საქართველოს თასის მფლობელი „გაგრა“ სეზონისთვის მზადებას შეუდგა და ცნობილი გახდა, რომ გუნდში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განხორციელდება.

„ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ჩვენი კლუბი გიორგი ივანიაძემ, ბაქარ ლაღაძემ, ივანე ოქროპირიძემ, ბექა ბუიღლიშვილმა და ლუკა ჯაფარიძემ დატოვეს. მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში“, – იუწყება „გაგრას“ ოფიციალური გვერდი.

ამ ექვსეულის გარდა, „გაგრაში“თავდამსხმელი მიხეილ ერგემლიძეც აღარ ითამაშებს, რომლის ტრანსფერიც „დინამო თბილისს“ ეკუთვნის და თბილისურ კლუბს დაუბრუნდა. ამ გადაწყვეტილებამდე კი გუნდი მცველმა, გია ჩადუნელმა დატოვა და ქობულეთის „შუქურაში“ ჩაირიცხა.

გუნდში ჯერ მხოლოდ ერთი ახალწვეულია – „გაგრაში“ ლუკა კიკაბიძე გადავიდა, თბილისის „ლოკომოტივის“ აღზრდილი 25 წლის ფეხბურთელი, რომელიც ბოლოს საჩხერეს „ჩიხურაში“ თამაშობდა.

ეროვნული ლიგა 2-ის გუნდმა „გაგრამ“ 2020 წელს საქართველოს თასი მოიგო და ქვეყანას უეფა-ს ახალ ტურნირზე, კონფერენს ლიგაზე წარადგენს.