„გაგრა“ „სიონს“ დაეწია, „დილამ“ „სამგურალთან“ ჩამორჩენა შეამცირა #1TVSPORT
„გაგრა“ „სიონს“ დაეწია, „დილამ“ „სამგურალთან“ ჩამორჩენა შეამცირა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში 32-ე ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა გაიმართა, რომლის შედეგებმაც სატურნირო ცხრილში კორექტივები შეიტანა.

„თამაზ სტეფანია – არენაზე“ ბოლნისის „სიონმაევროსაგზურისთვის მებრძოლი გორის „დილა“ მიიღო და 1:2 დამარცხდა. ანგარიში 29-ე წუთზე გორელთა ნახევარმცველმა ცოტნე მოსიაშვილმა გახსნა.

ტაიმის ბოლოს „სიონმა“ წონასწორობა აღადგინა – „დილას“ კარში დანიშნული პენალტი 45+2-ე წუთზე ივან ფოცხვერიამ გამოიყენა, მაგრამ 77-ე წუთზე პირველი გოლის ავტორის, ცოტნე მოსიაშვილის გადაცემით, საბოლოო ანგარიში ონორე გომისმა დააფიქსირა.

„გაგრამ“ ერთ-ერთ ლიდერს, წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და ქულა აართვა – 1:1. მასპინძლები გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ. 71-ე წუთზე „გაგრა“ ოთარ ფარულავამ დააწინაურა, მაგრამ 84-ე წუთზე გიორგი გვიშიანს მთავარმა არბიტრმა წითელი ბარათი აჩვენა და „სამგურალის“ სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა, რომელიც ჯეფერსონ ჯერალდომ უნაკლოდ შეასრულა.

ტურის შედეგების მიხედვით, „გაგრა“ (30 ქულა) ბოლნისის „სიონს“ (30) გაუთანაბრდა, ხოლო გორის „დილამ“ (49) მესამეადგილოსანსამგურალთან“ (52) სხვაობა შეამცირა.