„გაგრა“ 22 ივლისს თბილისში შეიკრიბა და საწვრთნელი შეკრების მეორე ეტაპი დაიწყო – გიორგი ონიანის გუნდი სეზონის მეორე ნახევრისთვის ლაგოდეხის საფეხბურთო ცენტრში ემზადება.
ცნობილი გახდა, რომ „გაგრა“ ლევან გეგეჭკორმა და ნიკა კაჭარავამ დატოვეს, ხოლო წყალტუბოს „სამგურალიდან“ გუნდმა დავით მუჯირი დაიმატა.
„გაგრამ“ „იბერია 2“-თან ამხანაგური შეხვედრა გამართა და 2:1 დაამარცხა. ოფიცილაურ თამაშს კი 19 ივლისს ჩაატარებს – დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/16-ფინალში ამბროლაურში ტყიბულის „მეშახტეს“ ესტუმრება.
საქართველოს თასის 1/16-ფინალში „გაგრის“ სარეზერვო გუნდი „გაგრა 2“ 20 ივლისს ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს.