„გაგრა“ „დინამო არენაზე“ ითამაშებს #1TVSPORT
„გაგრა“ „დინამო არენაზე“ ითამაშებს #1TVSPORT

„გაგრა“ გასული სეზონში საშინაო არენების შეცვლით ქართულ გუნდებში რეკორდსმენია – კლუბმა ოთხ სტადიონზე ითამაშა.

„გაგრამ“ ეროვნული ლიგა 2-ის პირველი ორი საშინაო მატჩი ზესტაფონის „დავით აბაშიძე – არენაზე“ ჩაატარა, შემდეგ ქუთაისის „რამაზ შენგელია – არენაზე“ და კასპის ცენტრალურ სტადიონზე ითამაშა, მე-8 ტურიდან კი გუნდი თბილისში დაბრუნდა და „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე თამაშობდა.

გუნდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გოდერძი ჩიხრაძემ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ ეროვნული ლიგაში დაბრუნებული გუნდი სეზონის საწყის ტურებში მეტოქეებს „დინამო არენაზე“ მიიღებს.

„გადაწყდა, რომ თავიდან „დინამო არენაზე“ ვითამაშებთ. თბილისის „დინამოს“’ მეპატრონე რომან ფიფია გაგრელი კაცია, იცოდა, რომ ფინანსური პრობლემა გვქონდა, გაჭირვებაში ხელი გამოგვიწოდა და მისი მადლობელი ვართ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან გოდერძი ჩიხრაძემ.