გაგნიძის „გრანადამ“ ქულა მოიპოვა - ქოჩორაშვილის „სპორტინგმა“ „მორეირენშე“ დაამარცხა #1TVSPORT
გაგნიძის „გრანადამ“ ქულა მოიპოვა - ქოჩორაშვილის „სპორტინგმა“ „მორეირენშე“ დაამარცხა #1TVSPORT

ლუკა გაგნიძის „გრანადა“ ლა ლიგა 2-ში „ბურგოსს“ ესტუმრა და სეზონში მეორე ქულა მოიპოვა – 1:1. საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატი სტუმართა სათადარიგოებში იყო და მოედანზე 56-ე წუთზე შევიდა.

ინგლისის ჩემპიონშიფის მე-6 ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ გასვლით დაპირისპირებაში „მილუოლთან“ დამარცხდა 0:1. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ტრავმის გამო მოედანზე გასვლა ამჯერადაც ვერ მოახერხა. დაეხმარება თუ არა ჩაკვეტაძე ოქტომბერში საქართველოს ნაკრებს, ჯერაც უცნობია.

პორტუგალიის ჩემპიონატში გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგმა“ „მორეირენშეს“ 3:0 სძლია. სტუმართა კარი ლუის სუარესმა (76), პედრო გონსალვეშმა (89) და ფოტის იოანიდისმა (90+4) აიღეს. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი პორტუგალიის ჩემპიონის ძირითად შემადგენლობაში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს.