გაგნიძე ყოფილი თანაგუნდელის წინააღმდეგ - ლუკამ „ურალში“ ითამაშა #1TVSPORT
გაგნიძე ყოფილი თანაგუნდელის წინააღმდეგ - ლუკამ „ურალში“ ითამაშა #1TVSPORT

ლუკა გაგნიძემ ეკატერინბურგის „ურალში“ მორიგი შეხვედრა ჩაატარა – 18 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ამჯერად გასვლაზე სამარაში „კრილია სოვეტოვის“ წინაააღმდეგ ითამაშა.

რუსეთის ჩემპიონატის მე-15 ტურის შეხვედრაში ლუკა გაგნიძე თავიდან სტუმართა სათადარიგოთა სკამზე იყო, „ურალის“ მთავარმა მწვრთნელმა იგორ სალიმოვმა მოედანზე 51-ე წუთზე შეუშვა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ცენტრალურმა ნახევარმცველმა 70-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. აღსანიშნავია, რომ ლუკა გაგნიძეს ყოფილი თანაგუნდელის, „დინამო თბილისის“ ყოფილი ლეგიონერის, დმიტრო ივანისენიას წინააღმდეგ მოუხდა თამაში, რომელიც „კრილია სოვეტოვის“ ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია. „ურალში“ შეუცვლელად ითამაშა მარცხენა მცველმა ლეო გოგლიჩიძემ, რომელიც რუსეთის მოქალაქეა.

შეხვედრა 1:1 დასრულდა და 15 ტურის შემდეგ „ურალი“ 12 ქულით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა. ლუკა გაგნიძემ ეკატერინბურგის „ურალის“ ფორმით უკვე მე-8 მატჩი ჩაატარა. სამწუხაროდ, მან ძირითადში მხოლოდ ერთხელ ითამაშა. თუმცა, ტრავმის შემდეგ ფორმაში შედის.