გაგი მარგველაშვილი - მიხარია, რომ სამივე ტიტული „საბურთალოსთან“ ერთად მოვიპოვე
გაგი მარგველაშვილი - მიხარია, რომ სამივე ტიტული „საბურთალოსთან“ ერთად მოვიპოვე

გაგი მარგველაშვილი გახარებულია, რომ „საბურთალოსთან“ ერთად სამივე ქართული ტიტული მოიპოვა.

„ეს ჩვენი მესამე ტიტული იყო, რომლისთვისაც კლუბმა მოსამზადებელი ეტაპიდან დაწყებული დღევანდლამდე მაქსიმუმი გააკეთა. სეზონში კარგი სტარტი დიდი მუხტია, რომელიც გუნდს სეზონის განმავლობაში გაყვება. საქართველოში ყველა ტიტულის მოგება კლუბისთის დიდი მიღწევაა. ამის მონაწილე მეც ვარ, რაც ძალიან მახარებს. წელს ევროთასებზე გამოსვლა გველის და იმედია, ღირსეულად გამოვალთ“ – ამბობს „საბურთალოს“ კაპიტანი.

თბილისურმა გუნდმა „მიხეილ მესხი 2“-ზე სლავა მეტრეველის სახელობის 2020 წლის საქართველოს სუპერთასის შეხვედრა საქართველოს ჩემპიონს, „დინამო თბილისს“ 1:0 მოუგო და იმ მცირერიცხოვანი კლუბების რიცხვში შევიდა, რომლებსაც საქართველოში სამივე ტიტული აქვთ მოპოვებული – ქვეყნის ჩემპიონობა, საქართველოს თასი და სუპერთასი.