გაგამარუმ ჯურიოს პირველ ნომერს მოუგო

12:25, 08.07.2019

ნაგოია ბაშოს პირველ დღეს განცდილი მარცხის შემდეგ მობილიზება მოახერხა თემურ ჯუღელმა, რომელიც ჯურიოს პირველ ნომერს, აზუმარიუს შეხვდა.

ქართველმა გოლიათმა თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და ძლიერი მეტოქე იორიკირის ილეთით გადაიყვანა დოჰიოდან. 2 დღის შემდეგ გაგამარუს ბალანსი 1:1 ზეა. შეგახსენებთ,რომ თემურ ჯუღელი ჯურიოს მეორე ნომერია და დიდი ალბათობით აღლეს მაკუუჩი დივიზიონში დასაბრუნებლად მინიმალური დადებითი ბალანსის დაფიქსირებაც ეყოფა. ნაგოია ბაშოს მესამე დღეს გაგას მეტოქე ჯურიპს მესამე ნომერი, იუტაკაიამა იქნება.

მსგავსი