გაგამარუმ ბალანსი გაათანაბრა
გაგამარუმ ბალანსი გაათანაბრა

ჰარუ ბაშოზე ზედიზედ მეორე ორთაბრძოლა მოიგო თემურ ჯუღელმა. გაგამარუს მეტოქე დღემდე დაუმარცხებელი, 3:0-ზე ბალანსის მქონე მე-5 მაეგაშირა ვაკატაკაკაზე იყო.

ქართველმა გოლიათმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ოთხი საშეჯიბრო დღის შემდეგ, მოგება-წაგების ბალანსი გაუთანაბრდა – 2:2.

გაგამარუმ სუპერტურნირზე საწყისი ორი ორთაბრძოლა წააგო, თუმცა მობილიზება შეძლო და ვითარება გამოასწორა.

მაკუუჩი დივიზიონში დასაბრუნებლად, თემურ ჯუღელმა მაქსიმალური რაოდენობის მოგება უნდა დააგროვოს.