გაგამარუ 115 კილოგრამით მსუბუქ მეტოქესთან დამარცხდა

12:23, 12.09.2018

ტოკიოში, სუმოს მექად წოდებულ კოკუგიკანში მიმდინარე „აკი ბაშოზე“ ჯურიოს (რანგით მეორე) დივიზიონში, მესამედ დამარცხდა თეიმურაზ ჯუღელი. „გაგამარუმ“, რომელიც 212 კილოგრამია, თავისზე 115 კილოგრამით მსუბუქ იაპონელ – ენჰოსთან(97 კგ ) წააგო. ჯუღელი „აკი ბაშოზე“ ჯურიოს მე-12-ე ნომრადაა განთესილი.

ქართველ მებრძოლს მოგება-წაგებათა ბალანსი 1:3-ზე აქვს და ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად ტურნირზე დადებითი ბალანსის დაფიქსირება, ანუ  მინიმუმ 8 გამარჯვება სჭირდება.

მსგავსი