გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი აღმოაჩინეს
გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი აღმოაჩინეს

გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი B1525 აღმოაჩინეს. ვირუსის მუტაცია ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევრებმა გამოავლინეს. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ახალი შტამი, ბრიტანეთში დაფიქსირებული 32 შემთხვევის გარდა, კიდევ ათამდე ქვეყანაშია გავრცელებული. მათ შორის, დანიაში – 35, ნიგერიაში – 12, აშშ-სა და საფრანგეთში 7-7. ასევე ხუთზე ნაკლებია განაში, ავსტრალიაში, კანადაში, იორდანიასა და ესპანეთში.

მკვლევრების ცნობით, ახალი ვარიანტის გენომში არის მსგავსება კენტში გამოვლენილ B117 შტამთან, მათ შორის სპაიკ-ცილაში ის შეიცავს ისეთ მუტაციებს, როგორიცაა E484K. აღნიშნული მუტაცია ფიქსირდება სამხრეთ აფრიკასა და ბრაზილიაში აღმოჩენილ ვირუსისი სახეობებში.