გაერო - სირიის ჩრდილო-დასავლეთში საბრძოლო მოქმედებების გამო, გასული წლის დეკემბრიდან საცხოვრებელი 900 000-მდე ადამიანმა დატოვა
გაერო - სირიის ჩრდილო-დასავლეთში საბრძოლო მოქმედებების გამო, გასული წლის დეკემბრიდან საცხოვრებელი 900 000-მდე ადამიანმა დატოვა

სირიის ჩრდილო-დასავლეთში საბრძოლო მოქმედებების გამო, გასული წლის დეკემბრის შემდეგ საცხოვრებელი 900 000-მდე ადამიანმა დატოვა.

ჰუმანიტარულ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილის, მარკ ლოუკოკის განცხადებით, დევნილების უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან. გაერო-ში ამბობენ, რომ დევნილები ქუჩებში არიან, რადგან ბანაკები გადატვირთულია, პატარა ბავშვები კი სიცივისგან იღუპებიან.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საბრძოლო მოქმედებები არაპროპორციულ ხასიათს ატარებს, რის გამოც სამედიცინო დაწესებულებები, სკოლები, ბაზრები, მეჩეთები და საცხოვრებელი უბნები ნადგურდება.

შექმნილი მდგომარეობის გამო, გაერო სირიის ჩრდილო-დასავლეთში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაწესების ინიციატივით გამოდის.