გაერო-ში ისრაელის წარმომადგენელი - ირანში ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება საფრთხის აღმოსაფხვრელად
გაერო-ში ისრაელის წარმომადგენელი - ირანში ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება საფრთხის აღმოსაფხვრელად

ირანში ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება საფრთხის აღმოსაფხვრელად, – ამის შესახებ გაერო-ში ისრაელის წარმომადგენელმა, დანი დანონმა განაცხადა.

„ისრაელი არ შეწყვეტს თეირანის წინააღმდეგ ოპერაციას, ვიდრე არ მიაღწევს თავის მიზნებს: ბირთვული იარაღის, ბალისტიკური რაკეტების საფრთხის არარსებობას, მათი საზღვაო ფლოტისა და რეჟიმის მარიონეტული ქსელის განადგურებას“, – აღნიშნა დანონმა.

მისი თქმით, ისრაელი ყველაფერს გააკეთებს საკუთარი ხალხისა და საზღვრების დასაცავად.