გაერო-ში ირანის წარმომადგენელი - ირანის მხრიდან საფრთხე არ არსებობდა, აშშ-მა მეორედ აირჩია ძალა დიპლომატიის ნაცვლად, ჩვენი პასუხი კანონიერი, აუცილებელი და პროპორციულია
გაერო-ში ირანის წარმომადგენელი - ირანის მხრიდან საფრთხე არ არსებობდა, აშშ-მა მეორედ აირჩია ძალა დიპლომატიის ნაცვლად, ჩვენი პასუხი კანონიერი, აუცილებელი და პროპორციულია

ირანის მხრიდან საფრთხე არ არსებობდა, – ამის შესახებ გაერო-ში ირანის წარმომადგენელმა, ამირ საეიდ ირავანიმ განაცხადა.

„არ უნდა შევცდეთ, ირანის მხრიდან არავითარი საფრთხე არ არსებობდა. ჩვენი ბირთვული პროგრამა განსაკუთრებით მშვიდობიანია. ჩვენ სერიოზულ დიპლომატიურ მოლაპარაკებებში ჩავერთეთ. მეორედ აირჩია შეერთებულმა შტატებმა ძალა დიპლომატიის ნაცვლად და დაარღვია წესდება. არ არსებობს არავითარი სამართლებრივი საფუძველი, რომელიც ამ თავდასხმას გაამართლებს. ე.წ. პრევენციულ თავდასხმას საერთაშორისო სამართალში საფუძველი არ გააჩნია. ჩვენი პასუხი კანონიერია, აუცილებელია და პროპორციულია“, – აღნიშნა ირავანიმ.

მისი თქმით, ირანი საპასუხო დარტყმებისას იერიშებს არ ახორციელებს მოქალაქეებზე.

„საერთაშორისო საზოგადოების წინაშე მდგომი საკითხი ნათელია. შეუძლია თუ არა ძლიერ სახელმწიფოს, დაუსჯელად შეუტიოს გაერო-ს სხვა სუვერენულ წევრ სახელმწიფოს? თუ პასუხი დადებითია, მაშინ წესდება აზრს კარგავს. თუ პასუხი უარყოფითია, მაშინ ეს აგრესია უნდა დაიგმოს და შეჩერდეს“, – აღნიშნა ელჩმა.