გაერო-ში აცხადებენ, რომ ევროპული და არაბული ქვეყნები მზად არიან, ღაზის რეკონსტრუქციისთვის 70 მილიარდი დოლარის დაფინანსებაში დაეხმარონ
გაერო-ში აცხადებენ, რომ ევროპული და არაბული ქვეყნები მზად არიან, ღაზის რეკონსტრუქციისთვის 70 მილიარდი დოლარის დაფინანსებაში დაეხმარონ. აღნიშნულის შესახებ „როიტერი“ წერს.
„ჩვენ ძალიან დადებითი განცხადებები მოვისმინეთ ჩვენი მრავალი პარტნიორისგან, მათ შორის ევროპელი პარტნიორებისგან, კანადისგან, მათი დახმარების მზადყოფნასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა, ჟაკო სილიერსმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აშშ-თანაც მიმდინარეობს.
გაერო-ს მონაცემებით, ღაზაში არსებული ყველა შენობის დაახლოებით 83% დაზიანებულია.