გაერო-ს უშიშროების საბჭოში ისრაელის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ისრაელი არ გეგმავს ღაზის მუდმივ ოკუპაციას
გაერო-ს უშიშროების საბჭოში ისრაელის წარმომადგენელი ჯონათან მილერი აცხადებს, რომ ისრაელი არ გეგმავს ღაზის მუდმივ ოკუპაციას.
მილერის თქმით, ისრაელს აქვს ხუთი პრინციპი ომის დასასრულებლად. ესენია: „ჰამასის“ განიარაღება, ყველა მძევლის დაბრუნება, ღაზის სექტორის დემილიტარიზაცია, ღაზაში ისრაელის „უზენაესი უსაფრთხოების კონტროლის“ დაწესება, „ალტერნატიული სამოქალაქო ადმინისტრაციის“ შექმნა, რომელიც არ იქნება არც „ჰამასის“ და არც პალესტინის გავლენის ქვეშ.
სიტყვით გამოსვლისას ისრაელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „ჰამასთან“ ბოლოდროინდელი მოლაპარაკებები ჩაიშალა იმ დღეს, როდესაც საფრანგეთმა პალესტინის სახელმწიფოს აღიარების გეგმის შესახებ განაცხადა.