გაერო-ს სააგენტოს წარმომადგენელი - თუ ღაზის სექტორში მცხოვრებ მოსახლეობას სასმელი წყალი არ ექნება, გადამდები დაავადებების გავრცელების საშიშროება გაჩნდება
გაერო-ს სააგენტოს წარმომადგენელი - თუ ღაზის სექტორში მცხოვრებ მოსახლეობას სასმელი წყალი არ ექნება, გადამდები დაავადებების გავრცელების საშიშროება გაჩნდება

პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების გაერო-ს სააგენტოს წარმომადგენელი ჯულიეტ ტუმა აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ღაზის სექტორში მცხოვრებ მოსახლეობას  სასმელი წყალი არ ექნება, გადამდები დაავადებების გავრცელების საშიშროება გაჩნდება.

„ღაზაში მოსახლეობის უმეტესობას წყალი კვლავ არ აქვს. საუბარია ღაზის სექტორში მცხოვრებ ორ მილიონ ადამიანზე, რომელთაც არ აქვთ წყალი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათთვის და ეს დრო იწურება. რაიმე სახის ახალი ინფორმაცია ამაზე არ გვაქვს. იმ შემთხვევაში, თუ ღაზას მოსახლეობისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი წყალი, ვშიშობთ,რომ წყლის გადამდები დაავადებები გავრცელდება, რადგანად გვაქვს ინფორმაცია, რომ ადამიანები ჭუჭყიან წყალს სვამენ“, – აცხადებს ტუმა.

როგორც პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების გაერო-ს სააგენტოს დირექტორი აღნიშნავს, 7 ოქტომბრის შემდეგ არანაირი მარაგი არ შესულა ღაზის სექტორში.

„არც საწვავი, არც საკვები, არც წყალი, არც სხვა სახის დახმარება. ღაზაში 7 ოქტომბრის შემდეგ არანაირი მარაგი არ შემოსულა, რაც შემიძლია, დავადასტურო, არც პალესტნელ ლტოლვილთა დახმარების გაერო-ს სააგენტოსთვის და არც გაერო-ს სხვა სააგენტოებისთვის“, – დასძინა ჯულიეტ ტუმამ.