გაერო-ს მონაცემებით, წელს ავღანეთში სამთავრობო ძალებსა და „თალიბანს“ შორის დაპირისპირების შედეგად 2 117 მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა

10:21, 28.10.2020
Afghan security personnel (back) inspect the site of an explosion targeting the convoy of Afghanistan's vice president Amrullah Saleh in Kabul on September 9, 2020. - Afghanistan's vice president Amrullah Saleh sustained minor injuries on September 9 in an explosion targeting his convoy in Kabul that killed at least 10 people, officials said, as government-backed negotiators and the Taliban prepared to meet in Doha for the long-delayed peace talks. (Photo by - / AFP)

ავღანეთში მიმდინარე წლის დასაწყისიდან სამთავრობო ძალებსა და „თალიბანს“ შორის შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად დაიღუპა 2 117 მშვიდობიანი მცხოვრები, 3 822 კი, დაშავდა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ავღანეთში გაერო-ს მისიის ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ძალადობის მაღალი დონე გრძელდება, რაც სამოქალაქო მოსახლეობაზე გამანადგურებლად აისახება, ავღანეთი მსოფლიოში მშვიდობიანი მცხოვრებლებისთვის ყველაზე საშიშ ადგილებს შორის რჩება“, – ნათქვამია გაერო-ს ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, სამოქალაქო მოსახლეობას შორის მსხვერპლის რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნაკლებია, თუმცა ავღანეთში გაერო-ს მისია აღნიშნავს, რომ გასულ თვეში დოჰაში თალიბანსა და ავღანეთის ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების დაწყების მიუხედავად, ქვეყანაში ძალადობა არ შემცირებულა.

ანგარიშის მიხედვით, მოძრაობა „თალიბანი“ პასუხისმგებელია სამოქალაქო მოსახლეობის მსხვერპლთა 45%-ზე, 23% სამთავრობო ძალების ქმედებების შედეგია, ხოლო 2%-ზე პასუხისმგებლობა ეკისრება აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო ძალებს.

მსგავსი