გაერო-ს მონაცემებით, ნიგერიის ჩრდილოეთ რეგიონში არსებულ კონფლიქტს სულ 350 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა
გაერო-ს მონაცემებით, ნიგერიის ჩრდილოეთ რეგიონში არსებულ კონფლიქტს სულ 350 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიის ჩრდილოეთ რეგიონში მიმდინარე კონფლიქტს სულ 350 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გაერო-ს განვითარების პროგრამის განახლებულ დასკვნაში, რომელიც ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში მიმდინარე კონფლიქტს ეხება, აღნიშნულია, რომ 12 წლის წინ დაწყებულ კონფლიქტს საერთო ჯამში 350 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სააგენტოს ინფორმაციით, კონფლიქტის შედეგად დაზარალდა სოფლის მეურნეობა, წყლის რესურსები, ვაჭრობა, ასევე ჯანდაცვის და კვების სექტორები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ახალ დასკვნაში შეყვანილია, როგორც უშუალოდ კონფლიქტში, ისე მის მიერ საარსებო გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო გარდაცვლილთა რაოდენობა, რაც წინა დასკვნით გამოქვეყნებულ მონაცემებს ათჯერ აღემატება.

ნიგერიის ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნულ დასკვნასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებენ.

დაპირისპირება ნიგერიაში, სახელისუფლებო ძალებსა და ისლამისტურ დაჯგუფებებს შორის მიმდინარეობს და მსოფლიოს უდიდეს ჰუმანიტარულ კრიზისად იქცა.

გაერო-ს განვითარების პროგრამის ინფორმაციის მიხედვით, კონფლიქტის გამო ყოველდღიურად 170 ადამიანზე მეტი იღუპება. ყოველი ათი დაღუპულიდან კი, ცხრა ხუთ წლამდე ასაკის ბავშვია.

„როიტერის“ ინფორმაციით, კონფლიქტი 2030 წლამდე თუ გაგრძელდება, დაღუპულთა რაოდენობამ შესაძლოა, 1.1 მილიონს გადააჭარბოს.