გაერო-ს მონაცემებით, 24 თებერვლიდან 19 მარტის ჩათვლით უკრაინაში ომის შედეგად, 902 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 1 459 დაშავდა
გაერო-ს მონაცემებით, 24 თებერვლიდან 19 მარტის ჩათვლით უკრაინაში ომის შედეგად, 902 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 1 459 დაშავდა

გაერო-ს მონაცემებით, 24 თებერვლიდან 19 მარტის ჩათვლით პერიოდში უკრაინაში ომის შედეგად 2 361 მშვიდობიან მოქალაქეს მიადგა ფიზიკური ზიანი, მათ შორის 902 დაიღუპა, ხოლო 1 459 პირი კი დაშავდა. ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი იტყობინება.

„სულ დაიღუპა 902 ადამიანი. დაფიქსირებული სამოქალაქო მსხვერპლის უმეტესობა დიდ ფართობზე ასაფეთქებელი ტიპის იარაღის გამოყენების შედეგად, მათ შორის მძიმე არტილერიის დაბომბვისა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების, ასევე ცალკეული სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების შედეგად მოხდა“, – ნათქვამია გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ინფორმაციაში.