გაერო-ს გენმდივანი ისრაელსა და ლიბანს 2006 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს
გაერო-ს გენმდივანი ისრაელსა და ლიბანს 2006 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ისრაელსა და ლიბანს 2006 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს.

ანტონიო გუტერეშის ოფიციალური წარმომადგენლის, სტეფან დიუჟარიკის განცხადებით, გაერო-ს გენერალური მდივანი სერიოზულად არის შეშფოთებული ე.წ. ლურჯ ხაზთან მომხდარი ინციდენტების გამო. „ლურჯ ხაზს“ გაერო ორი ქვეყნის საზღვრად აღიარებს.

ლიბანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ისრაელის მხრიდან ლიბანის დასახლებული პუნქტების მიმართულებით 40-ზე მეტი რაკეტა იქნა გაშვებული. ისრაელის არმიამ ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც „ჰეზბოლას“ მებრძოლებმა სასაზღვრო ზონაში ისრაელის ჯავშანტექნიკა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტით გაანადგურეს. გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ 2006 წელს მიღებული რეზოლუცია ისრაელსა და ლიბანს მოუწოდებს, მუდმივად უზრუნველყონ ცეცხლის შეწყვეტა.

დატოვე კომენტარი