გაერო-ს გენერალურმა მდივანმა „თალიბანს“ ავღანეთში შეტევების შეჩერებისკენ მოუწოდა
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა „თალიბანს“ ავღანეთში შეტევების შეჩერებისკენ მოუწოდა

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა „თალიბანს“ ავღანეთში მიმდინარე შეტევების შეჩერებისკენ მოუწოდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„ეს არის მომენტი შეტევების შესაჩერებლად. ეს არის მომენტი მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების დასაწყებად. ეს არის მომენტი, რათა თავიდან იყოს აცილებული ხანგრძლივი სამოქალაქო ომი ან ავღანეთის იზოლაცია“, – განაცხადა გუტერეშმა.

გაერო-ს გენერალური მდივნის თქმით, ღრმად შეშფოთებულია იმის გამო, რომ თალიბები მათ კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიებზე აწესებენ ადამიანის უფლებების მკაცრ შეზღუდვებს, განსაკუთრებით ქალებისა და ჟურნალისტების მიმართ.