გაერო-ს გენერალური მდივანი სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს ტელეფონით დაურეკავს
გაერო-ს გენერალური მდივანი სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს ტელეფონით დაურეკავს

გაერო-ს გენერალური მდივანი სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს ტელეფონით დაურეკავს. ამის შესახებ ინფორმაცია ანტონიუ გუტერეშის პრესსპიკერმა გაავრცელა.

„გენერალური მდივანი აქტიურად მოუწოდებს ორივე მხარეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები, შეამცირონ დაძაბულობის ინტენსიურობა და დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას“, – განაცხადა გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა.

მისივე თქმით, ანტონიუ გუტერეში გმობს ძალის გამოყენებას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში და მწუხარებას გამოთქვამს დაღუპულების გამო.

გუტერეშის განცხადებით, აუცილებელია, მხარეებს შორის დიალოგი მინსკის ჯგუფის მონაწილეობით განახლდეს.