გაერო-ს გენერალური მდივანი მინსკში თვითმფრინავის იძულებით დასმისა და ჟურნალისტის დაკავების საქმეზე დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას მხარს უჭერს
გაერო-ს გენერალური მდივანი მინსკში თვითმფრინავის იძულებით დასმისა და ჟურნალისტის დაკავების საქმეზე დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას მხარს უჭერს

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში მხარს უჭერს ბელარუსის ხელისუფლების მიერ თვითმფრინავის იძულებით დასმისა და ჟურნალისტის დაკავების საქმის დამოუკიდებელ გამოძიებას, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა, სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა.

მისი თქმით, გაერო-ს გენერალური მდივანი ღრმად შეშფოთებულია ბელარუსის მიერ ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავის იძულებით დასმისა და ჟურნალისტის დაკავების გამო.

„გენერალური მდივანი მხარს უჭერს ამ საგანგაშო ინციდენტის სრული, გამჭვირვალე და დამოუკიდებელი მოძიებისკენ მოწოდებებს და ყველა შესაბამის აქტორს მოუწოდებს, ასეთ გამოძიებასთან ითანამშრომლონ“, – განაცხადა დიუჟარიკმა.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე შეშფოთება გამოთქვა ბელარუსში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების გამო.