გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, დონალდ ტრამპისა და ანგელა მერკელის შეხვედრა გაიმართა
გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, დონალდ ტრამპისა და ანგელა მერკელის შეხვედრა გაიმართა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ერთმანეთს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი შეხვდნენ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„როიტერის“ ინფორმაციით, ლიდერებმა ირანის საკითხსა და ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის საკითხზე ისაუბრეს.

საუბრის დეტალებს ამ ეტაპზე არც ერთი მხარე არ ასაჯაროებს.