გაერო-ს ექსპერტები – ირანში 28 თებერვალს განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, მისიამ დაადგინა გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ აშშ-მა ჩაიდინა ომის დანაშაული

22:03, 17.09.2026

გაერო-ს მიერ დანიშნული ადამიანის უფლებათა ექსპერტები აცხადებენ, რომ არსებობს „გონივრული საფუძველი“ იმის დასაჯერებლად, რომ ირანში სკოლაზე თავდასხმის დროს აშშ-მა ომის დანაშაული ჩაიდინა.

გაერო-ს მისიის განცხადებით, მათი გამოძიება ფოკუსირებული იყო ორ საჰაერო დარტყმაზე, რომლებმაც აშშ-ირანის ომის დასაწყისში, სულ მცირე, 178 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ქალები და ბავშვები, იმსხვერპლა.

„აშშ-სა და ისრაელის 28 თებერვალს განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, მისიამ დაადგინა გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ აშშ-მა ჩაიდინა ომის დანაშაული, რაც გამოიხატა განურჩეველი თავდასხმების განხორციელებაში, რამაც გამოიწვია მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა ან დაშავება და სამოქალაქო ობიექტების დაზიანება“, – ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.

მომხდართან დაკავშირებით დონალდ ტრამპის ადამინისტრაციას პასუხისმგებლობა არ აუღია.

გაერო-ს ექსპერტებმა დაადგინეს, რომ აშშ-ის დაზვერვის ანალიტიკოსებს საკმარისი შესაძლებლობა ჰქონდათ იმის დასადგენად, რომ შენობა სასწავლო დაწესებულება იყო.

ცნობისთვის, 2026 წლის თებერვალში, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომის დაწყებისას, სულ მცირე, ერთი ამერიკული რაკეტა მოხვდა შაჯარეჰ ტაიებეს სკოლას მინაბში. ირანული წყაროების ცნობით, დარტყმის შედეგად, 168 ადამიანი დაიღუპა, მათი უმეტესობა ბავშვები იყვნენ.

მსგავსი