გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი მიშელ ბაშელე საქართველოს ეწვევა
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი მიშელ ბაშელე საქართველოს ეწვევა

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი მიშელ ბაშელე საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ მან დღეს ჟენევაში, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოში არსებული ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის რეგიონული ოფისისთვის გეოგრაფიული არეალის გაფართოების შესაძლებლობა განიხილეს.

დატოვე კომენტარი