გაერო ირანის ბირთვული პროგრამის მთავარი სპეციალისტის მკვლელობაზე - მოვუწოდებთ ისეთი ქმედების თავიდან აცილებისკენ, რომელმაც შესაძლოა, რეგიონში დაძაბულობის ესკალაცია გამოიწვიოს
გაერო ირანის ბირთვული პროგრამის მთავარი სპეციალისტის მკვლელობაზე - მოვუწოდებთ ისეთი ქმედების თავიდან აცილებისკენ, რომელმაც შესაძლოა, რეგიონში დაძაბულობის ესკალაცია გამოიწვიოს

გაერო ირანის ბირთვული პროგრამის მთავარი სპეციალისტის, მოსენ ფახრიზადეს მკვლელობას ეხმაურება და თავშეკავებულობის საჭიროებაზე საუბრობს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„ჩვენ ცნობად ვიღებთ ინფორმაციას დღეს თეირანთან ირანელი ბირთვული მეცნიერის მკვლელობის შესახებ. მოვუწოდებთ თავშეკავებულობისკენ და ნებისმიერი ისეთი ქმედების თავიდან აცილებისკენ, რომელმაც შეიძლება, რეგიონში დაძაბულობის ესკალაცია გამოიწვიოს“, – განაცხადა გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის პრესსპიკერმა, ფარჰან ჰაქმა.

ირანული მედიის ცნობით, მოსენ ფახრიზადე მის მანქანაზე თავდასხმისას დაშავდა. ის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ხამენეის სამხედრო მრჩეველმა, ჰოსეინ დეღანიმ ირანელი მეცნიერის მკვლელობაში ისრაელი დაადანაშაულა.