გაერო აფრიკის ქვეყნებს „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული შეზღუდვებისას გადამეტებული ძალის გამოყენების გამო გაფრთხილებას აძლევს
გაერო აფრიკის ქვეყნებს „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული შეზღუდვებისას გადამეტებული ძალის გამოყენების გამო გაფრთხილებას აძლევს

გაერო-ს ადამიანთა უფლებათა დაცვის ოფისი აფრიკის რამდენიმე ქვეყნის მთავრობას მოუწოდებს, გაითვალისწინონ, რომ საფრთხეს წარმოადგენს ვირუსი და არა ადამიანები. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

სამხრეთ აფრიკა, კენია და უგანდა იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებიც უსაფრთხოების ზომების შენარჩუნებას ძალის გამოყენებით ცდილობენ. გაერო-ს ადამიანთა უფლებათა კომისარმა, მიშელ ბაშელემ განაცხადა, რომ კომენდანტის საათის დარღვევის გამო სროლა, ადამიანების დაკავება და მათზე ძალადობა უკანონო და მიუღებელია. გაერო-ს ინფორმაცით, სამხრეთ აფრიკაში კომენდანტის საათის დარღვევის გამო უკვე 17 000 ადამიანი დააკავეს.

სულ აფრიკის მასშტაბით „კოვიდ-19“-ის 32 100 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 1 428 გარდაცვლილი და 9 741 გამოჯანმრთელებულია.