„გაძეტა დელო სპორტი“ - „ლაციო“ ინძაგის 2023 წლამდე შეინარჩუნებს
„გაძეტა დელო სპორტი“ - „ლაციო“ ინძაგის 2023 წლამდე შეინარჩუნებს

რომის „ლაციო“ უახლოეს მომავალში აპირებს კონტრაქტი გააგრძელოს მთავარ მწვრთნელ სიმონე ინძაგისთან. ახალი ხელშეკრულება, რომელსაც სულ მალე მოეწერება ხელი, 2023 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

იტყობინებიან, რომ ინძაგის უფლებამოსილება კლუბში გაფართოვდება, სპეციალისტის ხელფასი კი წელიწადში 2.5 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

ინძაგი დედაქალაქურ კლუბში 2016 წლიდან მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით, „ლაციომ“ იტალიის თასი და ორჯერ იტალიის სუპერთასი მოიგო.

დღეისთვის, რომაელები გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზე არიან და ლიდერ „იუვენტუსს“ ერთი ქულით ჩამორჩებიან.