გადაწყდა - „კოლხეთი“ ფოთში დაბრუნდა
გადაწყდა - „კოლხეთი“ ფოთში დაბრუნდა

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ფოთის „კოლხეთი“ საკუთარ ქალაქში ითამაშებს – ინფორმაციას გუნდის ვებ-გვერდი ავრცელებს.

11აგვისტოს, 17:30 საათზე, კოლხები ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-20 ტურში გათამაშების ლიდერს, „საბურთალოს“ უმასპინძლებენ. შეხვედრა სარაგბო სტადიონზე, “პარკ არენაზე” გაიმართება.

თამაში უმნიშვნელოვანესია ფოთელებისთვის, რადგან სატურნირო ცხრილის ბოლო საფეხურზე იმყოფებიან. ამაში დიდი როლი იმანაც ითამაშა, რომ „კოლხეთს“ ფოთში წელს არ უთამაშია, საშინაო მატჩებში კი მეტოქეებს ზესტაფონის სტადიონზე მასპინძლობდა.

ფოთის „ფაზისის“ სტადიონის რეკონსტრუქციის პირველი ეტაპის დასრულება სექტემბრისთვის იგეგმება და ამის შემდეგ „კოლხეთი“ საკუთარ არენას დაუბრუნდება.