გადაწყდა - ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი 2022 წლის სექტემბერში გაიმართება
გადაწყდა - ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი 2022 წლის სექტემბერში გაიმართება

შვეიცარიის ქალაქ მიეში დღეს გაიმართა ფიბას აღმასრულებელი კომიტეტის მიერ ორგანიზებული ვიდეოკონფერენცია, რომელზეც განხილულ იქნა კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენა საერთაშორისო საკალათბურთო კალენდარზე. ყველა შესაძლო სცენარის მხედველობაში მიღებითა და რეგიონული ოფისების რეკომენდაციების გათვალისწინებით, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ კალენდარში რამდენიმე ცვლილება დაამტკიცა.

მათ შორის გადაწყდა, რომ ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი (ევრობასკეტი), რომელიც 2021 წელს უნდა გამართულიყო, ერთი წლით გადაიდო და 2022 წლის 1-18 სექტემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ პირველობის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა საქართველოა.