გადაფასება ნინუასაც შეეხო - „ეროვნულ ლიგაში“ მილიონად შეფასებული ფეხბურთელი აღარ დარჩა
გადაფასება ნინუასაც შეეხო - „ეროვნულ ლიგაში“ მილიონად შეფასებული ფეხბურთელი აღარ დარჩა

თბილისის „დინამოს“ კაპიტანი ნიკა ნინუა, კვლავ „ეროვნული ლიგის“ ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა. მაგრამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შედეგები მის სატრანსფერო ფასსაც შეეხო.

გერმანულმა სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკტმა“ მსოფლიოში ფეხბურთელთა სატრანსფერო ღირებულებას გადახედა და ეს საქართველოს „ეროვნულ ლიგაში“ დასაქმებულ აბსოლუტურად ყველა ძვირადღირებულ ფეხბურთელს შეეხო.

მაგალითად, თბილისის „დინამოს“ კაპიტანი საქართველოს ეროვნულ ლიგაში ერთადერთი მოთამაშე იყო, რომლის ტრანსფერის პირობით ღირებულებად „ტრანსფერმარკტი“ მილიონ ევროს ასახელებდა. ახლა მის გრაფაში 900,000 ევრო წერია. ამგვარად, „ელიგაში“ მილიონად შეფასებული მოთამაშე კვლავ აღარ გვყავს. ასევე შემცირდა „საბურთალო“ მცველის, ნიკა მალის შეფასება და 800.000 ევროს ნაცვლად 725,000-მდე ჩამოვიდა.

„ეროვნული ლიგის“ ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეები:

1. ნიკა ნინუა – „დინამო თბ.“ – 900,000

2. ნიკა მალი – „საბურთალო“ – 725,000

3. სამუელ ინკუმი – „სამტრედია“ – 650,00

4. გიორგი კოხრეიძე – „საბურთალო“ – 625,000

5-6. ხოსე პერალესი – „დინამო თბ.“ – 550,000

5-6. ფლამარიონ ჯოვინო – „დინამო“ ბთ. – 550,000