გაცილება ცეკვით - ვარშანიძე „თელავიდან“ ლატვიაში წავიდა
გაცილება ცეკვით - ვარშანიძე „თელავიდან“ ლატვიაში წავიდა

საფეხბურთო კლუბ „თელავის“ ნახევარმცველი ბექა ვარშანიძე კარიერას ლატვიის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულიან კლუბში, „ვენტსპილსში“ გააგრძელებს – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ვენტსპილსი“ ლატვიის 6-გზის ჩემპიონია, ქვეყნის თასი კი 7-ჯერ აქვს მოგებული – „ვენტსპილსში“ საკმაოდ წარმატებით თამაშობს ოთხი ქართველი ფეხბურთელი – გიგი მჭედლიშვილი, გიორგი რეხვიაშვილი, გუგა ფალავანდიშვილი და გიორგი ერისთავი.

„თელავში“ ბექას სახალისო გაცილება მოუწყვეს – ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა საგანგებო დერეფანი მოაწყვეს, სადაც ვარშანიძემ ქართული ცეკვა შეასრულა.

„ბექა, გუნდის სახელით, უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის, რასაც და როგორც ჩვენი გუნდის საკეთილდღეოდ აკეთებდი: მადლობა თავდადებისთვის და პროფესიონალიზმისთვის – ჯერ საუკეთესო თვისებებით დაჯილდოებული პიროვნება, ადამიანი ხარ და მერე ფეხბურთელი. ყოველივე საუკეთესო და ულევი წარმატებები ვარშან!“ – ასე დაემშვიდობა „თელავი“ 26 წლის ნახევარმცველს.